LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დორტმუნდი ბაიერნს ჯობნის: ვინ უყვართ და არ უყვართ გერმანიაში

59

გერმანიაში გულშემატკივრები გამოკითხეს. მიზანი ის იყო გაერკვიათ, რომელია ყველაზე პოპულარული გუნდი ქვეყანაში.

3 ათასზე მეტი ქომაგი ონლაინ-სტატისტიკისა და ბაზრის კვლევის რესურსმა Statista-მ გამოკითხა.

აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ყველაზე პოპულარული კლუბი დორტმუნდის “ბორუსიაა”. გამოკითხულთა 52-მა პროცენტმა გამოხატა სიმპატია ვესტფალიის რეგიონის მთავარი გუნდის მიმართ. 31 პროცენტს ნეიტრალური განწყობა აქვს, ხოლო ნეგატიური – 17 პროცენტს. ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ სწორედ “ბორუსიას” ყავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გიჟმაჟი, ხმაურიანი და ერთგული გულშემატკივრები და დასწრების მხრივაც გამორჩეულები არიან.

 

მეორე ადგილი დაიკავა მიუნხენის „ბაიერნმა“. რესპონდენტთა 41 პროცენტს მოსწონს გერმანიის უპირველესი კლუბი, ამდენივე ვერ იტანს, ხოლო 18 პროცენტი გულგრილია რეკორდმაისტერის მიმართ.

ბუნდესლიგის ყველაზე არასაყვარელი გუნდებია: „ლაიპციგი“ (28 პროცენტი), „ჰამბურგი“ (27 პროცენტი), „შალკე“ (25 პროცენტი) და „ვოლფსბურგი“ (25 პროცენტი).

გულშემატკივრებს ყველაზე ნაკლებად „ფრაიბურგი“ ეჯავრებათ – მხოლოდ 10 პროცენტს აქვს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ამ გუნდის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები