LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტუსკი – აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად, ამ ადამიანურ ტრაგედიას ვეღარ გააგრძელებენ

62

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი დასავლური კოალიციის მიერ სირიაზე მიტანილ ავიადარტყმას გამოეხმაურა.

„აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დარტყმები იმაზე მეტყველებს, რომ სირიული რეჟიმი რუსეთსა და ირანთან ერთად ვეღარ გააგრძელებენ ამ ადამიანურ ტრაგედიას. ევროკავშირი მის მოკავშირეებთან ერთად სამართლიანობის მხარეს იქნება“, – ნათქვამია ტუსკის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები