LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

431
Untitled design (3)

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სახელმწიფოსა და ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი წაუყენეს.

ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის მიერ წაყენებული ბრალი ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას.

აშშ-ის ექსპრეზიდენტს ბრალი 4 მუხლით აქვს წაყენებული: შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით, შეთქმულება ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური პროცედურებისთვის ხელის შეშლის მცდელობა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.

ტრამპი სასამართლოში ხუთშაბათს, 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები