მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი ცნობილია ,,ტვიტერში” აქტიურობით, დიდი ხნის განმავლობაში მას სოციალურ ქსელში არაფერი დაულაიქებია.
ახლახან, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა რიანას შესახებ დაწერილი პოსტი მოიწონა, რაც ინტერნეტში მთავარ სასაუბრო თემად იქცა.
საქმე ისაა, რომ ეთიოპიელმა მწერალმა, ჰიბენ ნეგატუმ ,,ტვიტერში” ბარბადოსელი ლამაზმანის Interview-სთვის მიცემული ინტერვიუდან ამონარიდი გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს ამონარიდმა, რომელშიც რირი საკუთარი თავის პოვნის მნიშვნელობაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ წარმატებული კარიერა ბედნიერების გარანტი არ არის, ტრამპი ისე დააინტერესა, რომ ჰიბენის პოსტი დაალაიქა.
The President of the United States liking tweets about @rihanna by @heavenrants
What a time to be alive… pic.twitter.com/KNLFohcAyi
— Yashar Ali 🐘 (@yashar) June 12, 2019
შეგახსენებთ, რომ რიანა ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან.
რიანამ ტრამპს ,,ამორალური ღორი” უწოდა
რიანა ამერიკის პრეზიდენტს მისი სიმღერების გამოყენებას უკრძალავს