ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ისიც არ იცის, ვენესუელა სად მდებარეობს.
„ტრამპი ფურცელზე დაწერილს კითხულობს. მან ისიც კი არ იცის, თუ სად მდებარეობს ვენესუელა. დონალდ ტრამპმა არ იცის, ვინ არის სიმონ ბოლივარი,“ – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
ნიკოლას მადუროს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მხოლოდ იმას იმეორებს, რასაც მას პენტაგონი უწერს.
„რასაც მე ვამბობ, ჩემი ხმა არასოდეს დადუმდება. მე ყოველთვის ხმამაღლა ვისაუბრებ, როგორც ტრამპის მმართველობის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში არ იქნება,“ – განაცხადა ვენესუელას პრეზიდენტმა.
ნიკოლას მადურო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ის „რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულში“ იღებს მონაწილეობას.