LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა

79
hanoi

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის  შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ „ბიბისის“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება.

თუმცა, როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში „საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული შეხვედრები“ ჰქონდათ და ისინი მომავალში შეხვედრას კვლავ გეგმავენ.

ორი ქვეყნის ლიდერმა კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის გზები განიხილა.

პირველი შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის სინგაპურში გასულ წელს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები