LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ქალიშვილები უახლოესი მეგობრები აღმოჩნდნენ

100

ყველაზე პოპულარული ამერიკელი პოლიტიკოსების, დონალდ ტრამპისა და ჰილარი კლინტონის ქალიშვილები საუკეთესო მეგობრები აღმოჩნდნენ. ჩელსი კლინტონისა და ივანკა ტრამპის ურთიერთობა ვერც მშობლების დაძაბულმა კონკურენციამ გააფუჭა. მედია მსჯელობს, რა აერთიანებს ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გოგონას.

გაირკვა, რომ გოგონები ჯერ კიდევ 2000 წლიდან მეგობრობენ. ორივე წარმატებულ ფინანსისტზეა დაქორწინებული. ჩელსის რჩეული ბანკირი მარკ მეზვინსკია, ხოლო ივანკა ბიზნესმენ ჯარედ კუშნერზეა დაქორწინებული. ჩელსიც და ივანკაც დაახლოებით ერთ დროს გახდნენ მშობლები, 36 წლის ჩელსის ერთი შვილი ჰყავს, 34 წლის ივანკას კი, სამი. უახლოეს მეგობრებს რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. ჩელსი პოლიტიკოსების ოჯახში იზრდებოდა და მუდმივად განიცდიდა მედიის მხრიდან ზეწოლას, რის გამოც პირადი ცხოვრებაც გვიან ააწყო. ივანკას კი მამა ბავშვობიდან უნერგავდა, რომ კარიერაზე უნდა ეზრუნა. განსხვავებულია გოგონების ჩაცმის სტილიც. ივანკა A კლასის ბრენდების მოყვარულია, როცა ჩელსი არჩევანს საშუალო კლასის სპორტულ სამოსზე აკეთებს. 2008 წელს ივანკამ ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიაში ფულიც კი გადარიცხა. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გოგონები მეგობრობას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ მშობლების განცხადებების გამო ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები