LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპის მხურვალე ცეკვა ინტერნეტ-ჰიტი გახდა (ვიდეო)

28

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ინტერნეტი ააფეთქა. მილიარდელმა რეპერ დრეიკის პაროდია შეასრულა პოპულარული ვიდეოდან „Hotline Bling“.

ვიდეო ეთერში გადაცემაში Saturday Night Live გავიდა. აღსანიშნავია, რომ გამოშვებას ტრამპის მონაწილეობით ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

ტრანსლაციის დროს დარბაზში მყოფმა კომედიურმა მსახიობმა ლარი დევიდმა წამოიყვირა: „დონალდ ტრამპი რასისტია!“ როგორც მსახიობმა მოგვიანებით ახსნა, მას სურდა 5 ათასი დოლარის გამომუშავება, რომელსაც საიტი DeportRacism სთავაზობს ყველას, ვინც ამ ფრაზას დაიყვირებს. ტრამპმა დევიდს მიუგო: „როგორც ბიზნესმენს, მე მესმის თქვენი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები