LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი მოხუცს, რომელიც აქციაზე პოლიციამ წააქცია, პროვოკატორს უწოდებს

132
TrumpAntifa

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შესაძლოა მოხუცი, რომელიც აქციების დროს პოლიციამ წააქცია, პროვოკატორი იყოს.

ამ განცხადებას ტრამპი ტვიტერზე აკეთებს.

 

“75 წლის მარტინ გუჯინო, რომელიც პოლიციელებმა დააგდეს ასფალტზე, შეიძლება “ანტიფას” პროვოკატორი იყო, რომელიც პოლიციელთა კომუნიკაციის ჩახშობას აპირებდა. OANN -ზე ვუყურე, ის საკმაოდ უხეშად დაეცა” – წერს დნალდ ტრამპი.

ცნობისთვის, მოხუცი ჯერ კიდევ საავადმყოფოშია. წყარო კი, რომელიც ტრამპს ტვიტში აქვს მითითებული, OANN-ს (One America News) რუსული დეზინფორმაციული გვერდია.

ამერიკაში აქციები აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

მამიკო წავიდა, რომ მსოფლიო შეცალოს – ჯორჯ ფლოიდის ოქროს დაკრძალვა [ვიდეო]

46 წლის აფრო-ამერიკელი 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციამ სიგარეტის ყიდვისას დააკავა. მაღაზიის გამყიდველი დაეჭვდა, რომ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გადაიხადა. მან ფლოიდს სიგარეტის 

იმიტომ რომ შავია, თუ იმიტომ რომ დამნაშავეა - რასიზმი თავისუფლების ქვეყანაში?!

ვინ იყო ჯორჯ ფლოიდი და რატომ დაიწყო ამერიკაში ქაოსი?

დაბრუნება სთხოვა, თუმცა ფლოიდმა უარი განაცხადა. ამის გამო თინეიჯერმა გამყიდველმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციელმა დერეკ შოვინმა ფლოიდი მიწაზე დააწვინა და მუხლი ყელზე დაადგა. ასეთ მდგომარეობაში ოფიცერს ფლოიდი თითქმის 9 წუთი ჰყავდა.

ფლოიდი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეო, სადაც ის არაერთხელ იძახის, რომ ვეღარ სუნთქავს, სწრაფად გავრცელდა. ოთხი პოლიციელი მეორე დღესვე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ერთი საპროტესტო ტალღის გავრცელების შემდეგ დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები