“პუტინი არ გაჩერდება, სანამ უკრაინას სრულად არ ჩაიგდებს ხელში”, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი BBC-სთან აცხადებს.
ტრამპის მტკიცებით, ის რომ თეთრ სახლში ყოფილიყო, ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა.
ტრამპი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეაჩერებს ომს უკრაინაში.
“როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ამას 24 საათში მივაღწევ. აქ, თქვენს წინაშე ვდგავარ მე, ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია შემდეგის თქმა: მე თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს”, – განაცხადა ტრამპმა.