LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი – ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას

83

ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი პასუხი ამ მხეცობაზე გულისხმობს ყველა ძალისმიერი ინსტრუმენტის ამოქმედებას: სამხედროს, ეკონომიკურსა და დიპლომატიურს, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
„ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ბრძანება მივეცი დაეწყოთ ზუსტი დარტყმების განხორციელება სამიზნეებზე, რომლებიც სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ქიმიურ იარაღთან არის დაკავშირებული. ახლა მიმდინარეობს ერთობლივი ოპერაცია საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად. ორივე ქვეყანას მადლობას ვუხდით“, – განაცხადა სატელევიზიო გამოსვლისას ტრამპმა.
„გზავნილი მაქვს იმ ორი მთავრობისთვის, რომელიც ასადის რეჟიმს მხარს უჭრს. კითხვა მაქვს ირანთან და რუსეთთან: ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სურს უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან კავშირი ჰქონდეს?“ – დაამატა ტრამპმა.