LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dolce & Gabbana ნატურალურ ბეწვს ეკოლოგიური ალტერნატივით ჩაანაცვლებს

46
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-220131201338-dolce--gabbana-mens-fashion-week-jan-2022

გავლენიანმა იტალიურმა ბრენდმა Dolce & Gabbana-მ გადაწყვიტა, რომ იმ მოდის სახლების რიცხვს შეუერთდეს, ვინც თავის კოლექციებში ნატურალურ ბეწვს აღარ იყენებს.

იტალიური ბრენდი აპირებს, რომ ახალი ქმნილებები უფრო ეკოლოგიური ალტერნატივით ჩაანაცვლოს.

ამასთან, ის თანამშრომლები, ვინც ადრე ბეწვთან მუშაობდა, სამსახურს არ დაკარგავენ და ახალ გამოწვევებს შეეჭიდებიან, ახალ ტექნოლოგიებს აითვისებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს ასევე: „პრადამ“, „გუჩიმ“, „ბარბერიმ“ და „ვერსაჩემ“. ტენდენციას აჰყვნენ მოდის გამოცემებიც და ბეწვისგან დამზადებული სამოსის რეკლამირებაზე უარი განაცხადეს.

ამასობაში ცხოველთა უფლებებისთვის მებრძოლი ორგანიზაციების რაოდენობაც მუდმივად იზრდება და ნატურალური ბეწვის აკრძალვის მოთხოვნით მსოფლიოში 300 ათასზე მეტი ადამიანი გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები