მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი Dolce & Gabbana-მ მუსულმანი ქალებისთვის სამოსის ახალი ხაზი წარმოადგინა. სტეფანომ და დომენიკომ სამოსი ჩვეული ესთეტიკით შექმნეს – ჰიჯაბები და კაბები ყვავილებითა და ძვირფასი ქვებით.
სადებიუტო ხაზის გაშვების შესახებ სტეფანო გაბანამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ დაწერა და კოლექციიდან რამდენიმე სამოსის ფოტოც განათავსა.