„გრემის“ მფლობელი არტისტი, Doja Cat ახალი ალბომს Scarlet ავრცელებს. ეს მუსიკოსის რიგით მეოთხე სტუდიური ალბომია. ცნობისთვის, ნამუშევრის მხარდასაჭერად მომღერალი ტურნეში, The Scarlet Tour გაემგზავრება.
24 კონცერტისგან შემდგარი ტურნე სტარტს სან-ფრანცისკოში, ოქტომბრის ბოლოს, „ჰელოუინის“ დღესასწაულზე აიღებს და 13 დეკემბერს ჩიკაგოში დასრულდება.
ცნობისთვის, წინა ალბომი, Planet Her არტისტმა 2021 წელს გამოუშვა. იგი Billboard-ის 200 ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა.