LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Doing Business-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო ყოველთვის ლიდერობდა ხოლმე – ახალი რეიტინგით ჩანაცვლდება

61
doing-business-1

მსოფლიო ბანკი “ბიზნესის კეთების” (Doing Business) რეიტინგის შეჩერების შემდეგ, გლობალურად ბიზნესგარემოს შესაფასებლად ახალ სისტემაზე მუშაობს.

ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ახალი ინდექსის სამუშაო სახელწოდება „ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს” (Business Enabling Environment- BEE) რეიტინგი იქნება. მას შემდეგ, რაც ინდექსი საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მისი სახელწოდება, შესაძლოა, შეიცვალოს.

“ჩვენი მიზანია შევიმუშაოთ მკაცრი, მაღალი ხარისხის პროდუქტი კონსტრუქციული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გზით”,- აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა “ბიზნესის კეთების” რეიტინგის წარმოება გასულ წელს მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2018 და 2020 წლების ანგარიშებში დარღვევები გამოვლინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები