“საქართველოს პარლამენტში “მოსკოვის კაცი” პრემიერად ბრუნდება” – სამთავრობო ცვლილებების შესახებ “დოიჩე ველეს” მიერ ამ სათაურით დღეს გავრცელებული სტატია, მედიასაშუალების ინგლისურენოვანმა რედაქციამ დააკორექტირა. კერძოდ, სტატიაში დაზუსტებულია, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ წარსულში ოპოზიციამ უწოდა.
საქართველოს პარლამენტმა პრემიერად "მოსკოვის კაცს" დაუჭირა მხარი - დოიჩე ველე
გახარია ეცადა, რომ ბრალდებები, იმის შესახებ რომ ის "მოსკოვის კაცია" გაექარწყლებინა. ამისთვის მან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე ისაუბრა.
სტატიის დანარჩენი ნაწილი თითქმის უცვლელია. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სადავო ფიგურა დანიშნა და ამ კონტექსტში ის საპროტესტო ტალღაა ნახსენები, რაც თბილისში ,,გავრილოვის ღამემ” გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტმა ისეთი ფიგურა დანიშნა პრემიერად, რომლის პერსონაც ხალხში განხეთქილებას იწვევს. ამან დედაქალაქში პროტესტის ტალღა გამოიწვია. გახარია ივნისში საპროტესტო აქციების ძალადობრივად დარბევის მთავარ ფიგურად განიხილება. აქციების, რომლებიც თავიდან გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის სავარძელში ჩაჯდომამ გამოიწვია. პროტესტის მთავარი მონაწილეები ახალგაზრდები არიან.
გახარია ეცადა, რომ ბრალდებები, იმის შესახებ რომ ის “მოსკოვის კაცია” გაექარწყლებინა. ამისთვის მან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციაზე ისაუბრა.
“ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპაცია ყველაზე დიდი პრობლემაა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი სიბოროტე ჩვენს ქვეყანაში,” – ნათქვამია სტატიაში.
Deutsche Welle-ს სტატიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით არასწორი შეფასებებია გამოთქმული.
შეგახსენებთ, ახალი მინისტრთა კაბინეტი გახარიას მეთაურობით გუშინ დამტკიცდა.
პარლამენტმა ნდობა შემდეგი შემადგენლობის მინისტრთა კაბინეტს გამოუცხადა:
პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია;
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;
იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – ქეთევან ციხელაშვილი.