LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოდო გუგეშაშვილს ხვალ დაკითხავენ

106

ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთადერთი მოწმე ხვალ დაიკითხება. როგორც დოდო გუგეშაშვილის  მეგობარმა, დავით მუხიგულმა , პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  განაცხადა, „მხედრიონის“ ყოფილ ლიდერს, ღუდუშაურის კლინიკაში ხვალ 12:00 საათზე დაკითხავენ. მუხიგულის თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცედურას თავადაც დაესწრება.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები