დოდო გუგეშაშვილი მომხდარზე პირველ კომენტარს აკეთებს. გუგეშაშვილის თქმით, მის ოჯახზე თავდასხმა არ უკავშირდება არც პოლიტიკას, არც აფხაზეთისა და ცხინვალის მოვლენებს.
“უბრალოდ ვერ ვხვდები რა არის (რას უკავშირდება). ამიტომ ნურავინ ნუ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს”, – ამბობს გუგეშაშვილი.
დოდო გუგეშაშვილი საავადმყოფოდან შვილის გრიგოლ გუგეშაშვილის პანაშვიდზე მიიყვანეს და კლინიკაში მალევე დააბრუნეს.
შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში მოხდა, რა დროსაც დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი, კი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
https://www.youtube.com/watch?v=kXox3rjqU-o
წყარო: imedinews.ge