დიღმის მასივში, დოდო გუგეშაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი დალუქულია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებს უკვე დასრულებული აქვთ სამძებრო და საგამოძიებო სამუშაოები. საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია ასევე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ და დიღმის ტყე-პარკში.
მეზობლების ნაწილი ჟურნალისტებთან კონტაქტს თავს არიდებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი ამბობს, რომ შემთხვევის დროს გაიგეს ხმაური, თუმცა გასროლის ხმა არ გაუგიათ. ამასთან, მეზობლების ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველებმა წუხელ დაკითხეს.