ღუდუშაურის კლინიკიდან დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე საბურთალოს ძმათა სასაფალოზე გადაიყვანეს.
გუგეშაშვილის მეგობარის დავით მუხიგულის განცხადებით, გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მის ვაჟს გრიგოლ გუშეშაშვილს კი 15:00 საათზე დაკრძალავენ.
„დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი”,- განაცხადა მუხიგულმა.
გუშეშაშვილს შვილის დაკრძალვის შემდეგ, ისევ საავადმყოფოში დააბრუნებენ.