LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge-იმ ახალი მასელ-ქარი წარმოადგინა

110

კომპანია Dodge-იმ და ატელიე Mopar-მა ტუნინგ ფესტივალზე კონცეპტ-ქარი Shakedown წარმოადგინა. მოდელი აგებულია კუპე Challenger-ის ბაზაზე. აღსანიშნავია, რომ Challenger-ი 1971 გამოვიდა. ავტომწარმოებლის განცხადებით, მათ შეძლეს შეექმნათ მასელ-ქარი, რომელიც 21-ე საუკუნის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ახალი მოდელი უნიკალურ პლათფორმაზე იმუშავებს, რომელიც კლასიკურ Challenger-ში იქნა გამოყენებული. ავტომობილმა სპორტული უკანა ნაწილი, სპეციალური უსაფრთოების კარკასი და ასევე Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა მიიღო. აღნიშნული სისტემა Challenger Hellcat-სა და სუპერსედანის Charger Hellcat-ის გაძლიერებული მოდიფიკაციეში იქნა გამოყენებული

Dodge Challenger Shakedown 6.4 ლიტრიანი ატმოსფერული V8 ტიპის ძრავით დაკომპლექტდა, რომელიც 485 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და ექვს სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთადაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები