LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge-იმ ახალი Challenger-ის ანონსი გაავრცელა (ვიდეო)

31

კომპანია Dodge-იმ კუპე Challenger-ის ახალი მოდიფიკაციის ანონსი გააკეთა. მოდელმა მიიღო სახელი – Demon. ამერიკულმა მწარმოებელმა აღნიშნა, რომ ახალი მოდიფიკაცია გაცილებით მძლავრი აღჭურვილობით გამოვა. კომპანიის განცხადებით ,,ლამაზმანი’’ მათსავე სხვა გაძლიერებულ მოდიფიკაციაზე – Hellcat-ზე გაცილებით მძლავრი იქნება.

 

 

 

Dodge Challenger SRT Demon-ი ჩაფიქრებულია ენთუზიასტებისთვის, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და აქვთ კარგი რეპუტაცია აღნიშნულ ასპექტში. იგი არ იქნება განკუთვნილი ავტომოყვარულებისთვის, რომლებმაც ავტომობილის მართვა გუშინ ისწავლეს – აღნიშნა ავტომწარმოებლის წარმომადგენელმა – ტიმ ქიუნიქსმა.

Dodge Challenger SRT Demon-ის აღჭურვილობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა თუ Dodge-ს დაპირებას გავითვალისწინებთ, რომელიც ახალი მოდელის Hellcat-ზე გაცილებით მძლავრ მონაცემებს ეხება, ,,გამარიაჟებული’’ Challenger-ი 717 ცხენის ძალის სიმძლავრის, 6.2 ლიტრიანი V8 ტიპის გამწევისა და 320 კმ/სთ სიჩქარის გვერდით, უკეთეს რეზულტატებს შემოგვთავაზებს.

https://youtu.be/Trv-MTZDUpM?t=2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები