დნიპროში 9-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, გარდაცვლილთა შორის 15 წლის გოგონაა.
“დაშავებული 64 ადამიანიდან 59 ჰოსპიტალიზებულია, ხოლო დანარჩენები კი სახლში მკურნალობენ. რუსული სარაკეტო იერიშის ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს ნანგრევებში ადამიანების ძებნა”, – წერს მედია.
„ნანგრევების ქვეშ ხალხია“ – რუსებმა დნიპროში 9-სართულიან კორპუსს რაკეტა ესროლეს