LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დნიპრო ევროთასებიდან მოკვეთეს

85

დნეპროპეტროვსკის ”დნიპრო” უახლოესი სამი წლის განმავლობაში ერთი სეზონით ევროთასებიდან გარიცხეს.

უკრაინულ გუნდს ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებია ესპანელი მწვრთნელის ხუანდე რამოსის და მისი თანაშემწეების დავალიანება.

ამის თაობაზე უეფას მხრიდან ოფიციალური განცხადება არ ყოფილა.

”გაგვრიცხეს. ერთი მონაწილეობა სამი წლის განმავლობაში. ამიტომ ახლა მათი მთავარი სტიმულია აკრძალვა მოიხსნან. თუმცა დავალიანების გადახდა მაინც გახდება საჭირო, თუ არადა სანქციები გამკაცრდება”, – თქვა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრმა არტიომ ფრანკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები