LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დმანისიდან იწყება კაცობრიობის ისტორია, გილოცავთ ყველას“ – ოროზმანში არქეოლოგებმა 1,8 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს

260
BeFunky-collage (6)

დმანისში, სოფელ ქვემო ოროზმანში, რომელიც 1.8 მლნ წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია, საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, 2022 წლის არქეოლოგიურ კამპანიის დროს, 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინეს.
არქეოლოგიური აღმოჩენის პრეზენტაცია სოფელ ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლთან დღეს გაიმართა.
აღმოჩენილი კბილი საზოგადოებას ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა გიორგი ბიძინაშვილმა გააცნო.

პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს.

„საქართველოში ვერავის გააკვირვებ არქეოლოგიური აღმოჩენებით, დმანისი უნიკალურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან უძველესი ადამიანის ნაშთები აქ აღმოჩნდა.. დმანისიდან იწყება კაცობრიობის ისტორია, ეს პატარა რამეს არ ნიშნავს, გილოცავთ ყველას“,- ითქვა პრეზენტაციაზე.

2022 წელს ოროზმანის არქეოლოგიურ ექსპედიციას ჯუმბერ კოპალიანი ხელმძღვანელობს, გიორგი ბიძინაშვილი ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია.

ცნობისთვის, 2022 წელს ბიძინაშვილი ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები