LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟვანიას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – კახა კალაძის თქმით, „დღეს გამტარუნარიანობა მეტია“

321
BeFunky-collage (2)

თბილისის მერის განცხადებით, ჟვანიას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

განახლებული მოედანი კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

„მოგეხსენებათ, იდენტიფიცირებული გვაქვს 12 კვანძი, რომელიც გადაადგილებისა და გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. დავიწყეთ არსებული კვანძების მოწესრიგება.

ჟვანიას მოედანზე გაჩნდა საავტობუსო ზოლი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე საათში, დაახლოებით, ავტობუსების ჩათვლით, 1 400 ავტომობილი გადაადგილდებოდა. ეს რაოდენობა შენარჩუნებულია, უბრალოდ დამატებულია საავტობუსო ზოლი.

დღეს გამტარუნარიანობა მეტია იმის გათვალისწინებით, რომ საავტობუსო ზოლი ცალკეა გამოყოფილი. გარდა ამისა, მოედანზე გამწვანდა თარგები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და საკმაოდ სასიამოვნო სივრცე გამოვიდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

?

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on სამშაბათი, 09 მაისი, 2023

 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ხოლო მიწის ქვეშ ჩავიდა მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე 30 ჭა; დაიგო 4700 კვ.მ ასფალტის საფარი; მოეწყო განცალკევებული საავტობუსო ზოლები; გაფართოვდა და კეთილმოეწყო გაჩერებები; დამონტაჟდა მოსაცდელები და საინფორმაციო ტაბლოები; განახლდა ტროტუარები; შეიცვალა შუქნიშნების სისტემა; დამონტაჟდა ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც დაკავშირებულია 112-ის მართვის ცენტრთან; გაცალმხრივდა ისაკაძისა და ონიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა; მოეწყო ქვეითთა გადასასვლელი შარტავასა და კანდელაკის ქუჩების კვეთაზე;

მოწესრიგდა საპარკინგე სივრცე; არსებულს დაემატა დისტრიბუციის და ტაქსის საპარკინგე ადგილები; განახლდა გარე განათების ქსელი. კერძოდ, დამონტაჟდა 15 LED განათების ბოძი, აქედან 2 ერთეული 12-მეტრიანი თანამედროვე სტილის, მრავალსანათიანი ბოძი; მოეწყო გზაგამყოფი კუნძულები სარწყავი სისტემით და შესაბამისი გამწვანებით. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 100-მდე ძირი ნერგი დაირგო და ბალახი დაითესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები