ცოტა ხნის წინ ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტოკატასტროფა მოხდა. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მოპედი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშვებულია მოპედის მძღოლი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება, 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.