LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟვანიას ცესკო პიჯაკივით ჰქონდა მორგებული, მისთვის საჩუქარია გადადგომა: ლევან ხაბეიშვილი

69
ლევან ხაბეიშვილი

„ჟვანიას ცესკო პიჯაკივით ჰქონდა მორგებული, მისთვის საჩუქარია გადადგომა“,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადადგომას.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, რადგან „ეგზოტიკურ ქვეყნებში ბიუჯეტის ხარჯზე მოგზაურობდა და ისვენებდა“.

„ამ ადამიანს ყოველთვიურად ბიუჯეტიდან დაახლოებით 12 000 ლარიდან 15 000 ლარამდე ვუხდიდით. რაც დეკლარაციაში წერია, ოცნების პირობებში ამ ადამიანმა ნახევარი მილიონის ქონება დააგროვა. არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ შეძლო. ქალბატონ ჟვანიას ასევე უკავშირდებოდა სხვადასხვა გაფლანგული თანხებიც…

71 000 ლარი ჟვანიას დახარჯული აქვს მივლინებაში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იამაიკა, ინდოეთი, შრილანკა… გასაგებია, რომ ეგზოტიკური ქვეყნები უყვარს ალბათ ქალბატონს და დასასვენებლად დადიოდა ბიუჯეტის ხარჯზე. 15 000 ლარი ხელფასი გადავუხადეთ და მერე კიდევ იამაიკაზე, მექსიკაში და შრილანკაზე იარა, დაისვენა, მერე 93 000 ლარი ავტომობილში გადაიხადა… ბიუჯეტი და ცესკო თავიდან ბოლომდე პიჯაკივით ჰქონდა მორგებული ქალბატონ თამარს.

მისთვის საჩუქარია გადადგომა. ქალბატონ თამარი თუ გადადგა და მორჩა, ამით ის იქნება კმაყოფილი. ამ ქალის წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებს ხაბეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები