LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტს, რომელიც ვუჰანიდან ვირუსის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებდა, 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

163
FORTUNA.GE-

ყოფილ ადვოკატსა და სამოქალაქო ჟურნალისტ ჟანგ ჟანს დღეს შანხაის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჟანგი იყო ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი რეპორტიორი, რომელმაც პანდემიის დასაწყისში, ვუჰანიდან მიმდინარე ამბების გაშუქება დაიწყო და მთავრობა მწვავედ გააკრიტიკა.

ჟურნალისტი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში თებერვალში გაემგზავრა და საგანგებო მდგომარეობის დროს ცნობების შეგროვება დაიწყო – თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია ეპიდაფეთქება.

რამდენიმე თვეში კი გაქრა როგორც ჟურნალისტი, ასევე მის მიერ მომზადებული მასალებიც.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ჟანგი სახელმწოფოს ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, მას ცრუ და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.

მედიაზე ზეწოლა ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ გაიზარდა. მთავრობისკოვიდ-რეაგირებასთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში იბლოკება დამოუკიდებელი რეპორტაჟები, იზღუდება ინფორმაციის გაზიარება და კრიტიკული კომენტარები .

როგორც “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღნიშნავს, ჩინეთი ჟურნალისტთა ყველაზე დიდი დამსაქმებელია მსოფლიოში და ის მკაცრად აკონტროლებს პრესას.

შეგახსენებთ, ჩინეთმა მარტში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყნიდან New York Times-ის, Washington Post-ისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტებს მუშაობა შეუზღუდა.

მსოფლიო მედია აკრიტიკებდა ჩინეთის ხელისუფლებას კორონავირუსზე პირველადი რეაგირების გამო. ჩინეთის სახელმწიფო მედია კი პარალელურად, აქტიურად ავრცელებდა პანდემიის ალტერნატიული წარმოშობის ამბავს და ამტკიცებდა, რომ ვუჰანში, პანდემიის აფეთქებამდე, კორონავირუსი ვრცელდებოდა ქვეყნის გარეთ.

დღესვე, ჟურნალისტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ უსამართლო დაკავების გასაპროტესტებლად, ჟანგ ჟანმა შიმშილობა დაიწყო და  უარს ამბობს ყოველგვარ პროცესში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს შეურაცხყოფაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები