რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გინებას სამარცხვინოს უწოდებს.
გაბუნიას მონოლოგმა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ჩვენ ამას გავუმკლავდებით - რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა...
როგორც მან „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა, სტანდარტული „სინანულის“ გამოხატვა ამ ამბავს არ უშველის და ბოდიში ოფიციალურ დონეზე, ხელისუფლებამ უნდა მოიხადოს.
„როდესაც ჟურნალისტს ვუსმენდი, გავოცდი. ტელევიზიიდან ასეთი განცხადებები ვის მიმართაც არ უნდა იყოს, მიუღებელია. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტს ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ ეს შეგნებული პროვოკაციაა, გმირად გახდომის სურვილით. მისი ქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ,“ – განაცხადა ღურწკაიამ.
ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ბინძური და ქუჩური შეურაცხყოფა მიაყენეს – თინა კანდელაკი
შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2″-ის გადაცემა P.S.-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა. პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.
"არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში"
ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა
მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.
გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.