LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს გაძარცვეს: პოლიციამ სასჯელის მოფიქრება თავად დაზარალებულს სთხოვა

23
4636

არგენტინელი ჟურნალისტი დომინიკ მეცგერი გაძარცვეს, როდესაც გახსნის მატჩი პირდაპირ ეთერში მიყავდა.

მეცგერი მოყვა, რომ ტრანსლაციის დროს გულშემატკივრებთან ერთად ცეკვავდა. ამის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ჩანთიდან დოკუმენტები და საფულე გაქრა.

„დიახ, მე ვცეკვავდი სხვებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში ვიღაცამ ელვა გახსნა და საფულე აიღო. მას შემდეგ, რაც რეპორტაჟი დავასრულე, საფულის აღება მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ აღარ იყო. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ყველგამ ჭკვიანი კამერები აქვთ სახის ამოცნობის ტექნოლოგიებით და აუცილებლად იპოვიან ქურდს. ამის შემდეგ მითხრეს, მე ამერჩია სასჯელი დამნაშავისთვის, მაგრამ არ მინდა ამაში მონაწილეობა, უბრალოდ ფულის დაბრუნება მინდა“, – თქვა დაზარალებულმა ჟრმალისტმა.

ყატარმა სტადიონების ირგვლივ და მიმდებარე ტერიტორიებზე 15 ათასი კამერა დააყენა, რომლებსაც სახის ამოცნობა შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები