მომხიბვლელი ჟურნალისტი, ნინო თოლორდავა ახლახან ბებია გახდა. მის ვაჟს, ამიკოს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მეუღლესთან, ნურიასთან შვილი შეეძინა, რომელსაც ნოა დაარქვეს.
ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ნინო თოლორდავა ამბობს, რომ ბებიის სტატუსი სულაც არ აფრთხობს.
„მთავარია, თავს როგორ გრძნობ. ჩემი ასაკის ადამიანი ბავშვობაში ძალიან დიდი მეგონა, მაგრამ ახლა სულაც არ ვთვლი ასე და რეალურადაც არ ვარ ძალიან დიდი. არაა ეს სტატუსი საშიში, პირიქით, ძალიან დიდი ბედნიერებაა. თან, თითქოს ბებიის მოცემულობაში რომ არ ხარ და ამ დროს შვილიშვილიც გყავს, ძალიან მაგარი შეგრძნებაა“.
როგორც ნინო აღნიშნავს, უცხოელ რძალთან კარგი ურთიერთობა აქვს და ნურია ქართულადაც ლაპარაკობს.