LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია – აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას მიმართავს

60
საელცო

ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებით ეხმაურება. საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.

ვახო სანაიაზე თავდასხმა განხორციელდა – დაკავებულია 3 პირი

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“. – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები