LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებს მოვალეობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდათ: კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის

42
publika.ge----e1539791409961

სიტყვიერი შეურაცხყოფები, პროფესიული მოვალეობისთვის ხელის შეშლა, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 16 საათამდე არჩევნების მეორე ტურზე, მედიის მიმართ მოყპრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში დარღვევების მაგალითებად მოყვანილია, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი “TV მონიტორინგის” ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ.

„დღეს, 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას 16:00 საათამდე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა. Მათ შორის, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ “აქტივისტებს” “ზონდერებს” “დეზინფორმატორებსა” და “ოპოზიციის წარმომადგენლებს” უწოდებდნენ.

ასევე ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან “TV მონიტორინგის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა.

„TV მონიტორინგის” დირექტორის ინფორმაციით, პარტიამ თავისი წარმომადგენელი გაიწვია საარჩევნო უბნიდან“, – წერს კოალიცია.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

კოალიცია მიმართავს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ, ხოლო შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე.