ჟოზე მოურინიოს ვაჟმა პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა „ფულჰემთან“.
„განსაკუთრებული“ ახლა ლონდონშიცაა და მანჩესტერშიც.
16 წლის ჟოზე მარიუ მოურინიომ ლონდონურ კლუბთან 2-წლიანი სრულფასოვანი ხელშეკრულება დადო.
ხელმოწერას ბიჭის დედა მატილდა ფარია ესწრებოდა.
უმცროსი მოუ მეკარის პოზიციაზე თამაშობს, ისევე როგორც ბაბუამისი.
აქამდე „მანჩესტერის“ მწვრთნელის შვილი „კანილიასში“ გამოდიოდა, „ფულჰემში“ კი 2013 წლიდანაა.