LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟოზე მოურინიო ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს

99

ჟოზე მოურინიო ინგლისის ნაკრებს მიხედავს, ოღონდ ერთჯერადად საქველმოქმედო მატჩზე, როდესაც ფეხბურთის ფუძემდებლები მსოფლიო ნაკრებს შეხვდებიან.
თამაში ბავშვთა ფონდის იუნისეფის ეგიდით გაიმართება.
მსოფლიო ნაკრებს „ლესტერის“ დამრიგებელი კლაუდიო რანიერი ჩაუდგება სათავეში (არ ეკუთვნის?!). გუნდების შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის. მატჩი კი 5 ივნისს მანჩესტერში, „ოლდ ტრაფორდზე“ შედგება.
ადრე მოურინიოს უკვე მიუღია მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა. 2014 წელს პორტუგალიელის თავკაცობით მსოფლიოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა.
„მინდა გავხდე პირველი, რომელიც ამ მატჩს ორივე გუნდთან ერთად მოიგებს: ინგლისთან და მსოფლიო ნაკრებთან“, – თქვა არცთუ თავმდაბალმა ჟოზემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები