3 ივლისის აქციასა და მოძრაობა “სირცხვილიას” მისამართით გამოთქმულ საყვედურებს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.
ჟორჟოლიანი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, ერთმანეთის “დაჭმა და ერთმანეთზე ხელების შეხოცვა” დაასრულონ:
“თუ რამე არის ახლა სუსის და ბიძინას საქმე და სირცხვილიას დამუნათება და ნიჰილიზმის დათესვაა!
რამდენი დარჩით გუშინ კანცელარიასთან? სირცხვილია იქ არის, სრული შემადგენლობით და თქვენ სად ხართ? სახლებში, კომპიუტერებიდან იპოსტებით.
მოგება ყველასია და წაგება მხოლოდ “სირცხვილიასი”?! ახლა იწყება პროცესები მეგობრებო, რომელიც არ იქნება ერთდღიანი. ხან დაღმასვლა იქნება, ხან ზემოთ წავალთ და გავიმარჯვებთ თუ ერთად ვიქნებით.
მოვრჩეთ ერთმანეთის დაჭმას, ხელების შეხოცვას, ჩასაფრებას!
წინ დიდი გზაა და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ! წამოვდგეთ ახლა, დავიფერთხოთ, მოვწესრიგდეთ და გავაგრძელეთ სვლა”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
ხალხი გაცილებით წინაა, ვიდრე მთელი სამოქალაქო, NGO თუ პოლიტიკური სპექტრი – ხათუნა ლაგაზიძე