LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟორდანია სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

19

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჟორდანიამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განუცხადა.

მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძეს ხვდება. შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც მერაბ ჟორდანიამ შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საარჩევნო პროცესს გურიიდან იწყებს.

“მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებას”, – აღნიშნა მერაბ ჟორდანიამ.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები მერაბ ჟორდანიას გარდა, ლევან კობიაშვილი და რევაზ არველაძე არიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები