მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჰენი წიგნზე მუშაობს, რომელშიც ის საკმაოდ მნიშვნელოვან თემებს შეეხება: როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს სამსახური, მედიტაცია, სპორტი და ამასთან ერთად, გარსშემომყოფების სიყვარულიც დავიმსახუროთ.
ინფორმაცია წიგნის შესახებ ბუნდჰენმა „ინსტაგრამზე“ დააანონსა. პირველი ეგზემპლარის შეძენა შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი. გაყიდვები 2 ოქტომბერს დაიწყება. წიგნი 27 დოლარი ეღირება.