ორკვირიანი ხელოვნური კომის შემდეგ ვლადიმირ ჟირინოვსკი გონზეა, ის მედიკამენტოზური კომიდან გამოიყვანეს.
რუსული მედიის ცნობით, ჟირინოვსკი თავს კარგად გრძნობს, ეცნობა სიახლეებს, მუშაობს დოკუმენტებთან და პირველ ინსტრუქციებსაც გასცემს.
შეგახსენებთ, ვლადიმირ ჟირინოვსკი საავადმყოფოში 2 თებერვალს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის მდგომარეობა დღემდე მძიმედ ფასდებოდა.