LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალსა და წნელისში იმყოფებოდნენ

63
ცხინვალი

გუშინ, ოკუპირებულ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ და ოსური დელეგაციის წევრებთან, მომავალი დისკუსიის დღის წესრიგზე ისაუბრეს.

დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევმა საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების დადების საკითხი უცხოელი დიპლომატების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა.

როგორც ჯიოევმა ოს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა საკმაოდ ნელა მიმდინარეობს, რადგან ქართული დელეგაცია არაკონსტრუქციულობას ავლენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციასოსური მედია ავრცელებს.

„ამიტომ, დღეს ჩვენ თანათავმჯდომარეებს გამოვუცხადეთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჟენევის დისკუსიების რაუნდი ასე უშედეგოდ მთავრდება”, – განუცხადა ცხინვალელ ჟურნალისტებს მურატ ჯიოევმა დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დე ფაქტო ხელისუფლების წევრებმა, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს არსებობას არ შეურიგდებიან.

უცხოელი დიპლომატები წნელისშიც ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ოსური მედიის ცნობით, ევროკავშირის მხრიდან  ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ასევე გეგმავს მომავალში ახალგორში ჩავიდეს  და იქ არსებულ ვითარებას გაეცნოს.