LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის ავტოშოუზე Audi-მ ახალი კროსოვერი SQ7 TDI წარადგინა

32

კომპანია Audi-მ ჟენევის ავტოშოუზე უახლესი მოდელი SQ7 TDI წარადგინა, რომელიც რიგით პირველი ელექტრომექანიკური ძრავის მქონე ავტომობილია სერიულ წარმოებაში.

ძრავი, რომელიც დიზელზე მუშაობს და  4,2 ლიტრიანი მოცულობისაა, ორი ტურბოკომპრესორით არის წარდგენილი. მათ შორის ერთი დაბალი და საშუალო ბრუნვის პირობებში, ხოლო მეორე მაღალი ბრუნვის პირობებში ირთვება. ასეთი ტიპის ძრავებს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი აწარმოებს, თუმცა, სიახლე გახლავთ ელექტრომექანიკური ძრავი, რომელიც სიმძლავრით 7 კილოვატისაა და ავტომობილის დაქოქვისთანავე ირთვება. გარდა ამისა, ახალი ტიპის ძრავი რიგით პირველია, რომელსაც ორსარქველიანი გამშვებ–შემშვები სისტემა აქვს. ამ ყველაფრი გათვალისწინებით ძრავი 435 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Audi SQ7-ს 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს 0 დან 100კ/სთ-მდე სიჩქარე 4,8 წაში განავითაროს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250კმ/სთ-ა. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, ახალი SQ7 100კმ-ზე 7,4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. რაც მთავარია, ავტომობილი ყველა ულტრათანამედროვე და ეკოლოგიურ ნორმას აკმაყოფილებს.

ევროპის ავტოსალონებსა და სადილერო სახლებში ავტომობილის უკვე ელოდებიან,  მისი ფასი კი 89 900 დან 95 000 ევრომდე მერყეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები