LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟანგბადი, კვება, სტრესი და ყველა ფაქტორი, რაც ბავშვის განვითარებას ეხება – ირინა ნიკოლაიშვილი მომავალ დედებთან შეხვედრას აანონსებს

424
ირინა-ნიკოლაიშვილი

ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი ოცდახუთწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ამჯერად მომავალ მშობლებს გაუზიარებს. ფსიქოლოგმა უკვე დააანონსა ახალი წამოწყების შესახებ, რომლის სახელწოდებაა „მეტი მზაობა მშობლობისთვის“. ირინა ნიკოლაიშვილი ფეხმძიმე ქალბატონებსა და ზოგადად, მომავალ მშობლებს სპეციალურ შეხვედრაზე იმ საინტერესო რეკომენდაციებს გაუზიარებს, რომელიც მათ სამომავლოდ უამრავი პრობლემას აარიდებთ.

„ამ ლექციაზე არ იქნება ბავშვის განვითარების ეტაპებზე საუბარი. ამ შეხვედრაზე იქნება გაზიარებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც უმნიშვნელოვანესი ნიუანსებია, კონკრეტული სირთულეების დროს. რა მნიშვნელობა აქვს ჟანგბადის სწორ მიწოდებას ფეხმძიმისთვის, რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი და სწორი კვება, ამა თუ იმ სტრესის არიდება, რამდენად აუცილებელია მშობიარობისას ორივე მშობლის დასწრება და როგორ უნდა ვმართოთ ყველა სირთულე ორსულობისას. ამ და სხვა საინტერესო დეტალებს მე უკვე პირისპირ შეხვედრის ფორმატში გავუზიარებ ყველას? –  განაცხადა ირინა ნიკოლაშვილმა. შეხვედრა 11 ნოემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო “გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისშია“ დაგეგმილი.

„10 ბავშვიდან 5-6 ბავშვს მეტყველების ან ქცევის პრობლემა აქვს“ – ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი 

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, თუ მან მეტყველება დააგვიანა – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები