LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟამურაშვილი დემნა გვასალიაზე:”ეს კაცი, გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ…P.S რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ…”

516
BeFunky-collage (7)

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი ეხმიანება Met Gala-ს ღონისძიებაზე დემნა გვასალიას მიერ შექმნილ შავ კაბასა და ამ ფაქტის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოთქმულ არაერთგვაროვან შეფასებებს.

საქმე ისაა, რომ კარდაშიანი Met Gala-ს ღონისძიებაზე დემნა გვასალიას მიერ შექმნილ შავ კაბაში გამოჩნდა, რომელიც მის სახესაც ფარავდა. დაფარული იყო კიმის თანხლები მამაკაცის სახეც. თავდაპირველად მედიამ ივარაუდა, რომ ეს კიმის ყოფილი მეუღლე კანიე უესტი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ კარდაშიანის გვერდით დემნა გვასალია იყო.

თამარ ჟამურაშვილი წერს:

“ვაღიარებ, დღემდე არ ვიცოდი ვინ იყო დემნა გვასალია.

ისეთი აჟიოტაჟია სოც ქსელში, იძულებული გავხდი გამერკვია. გულით გამიხარდა და თან გაკვირვებული არა, გაოგნებული დავრჩი კომენტარებით. ამდენი ნეგატიური და ბოღმით სავსე განწყობა საიდან მოდის?! რამდენი ქართველი აღწევს კი მაგრამ ასეთ წარმატებას?

ეს კაცი, გერმანელი რომ იყოს, გააფეტიშებდნენ იმდენს აქებდნენ. იცით რატომ? თითოეული ასეთი ადამიანის წარმატება ქვეყნისა და ერის წარმატებაა!

ჩვენი უფლებაა მოგვეწონოს ან არა, მაგრამ ერთ-ერთი ქართველის მართლაც და საოცარი წარმატება მის სფეროში გაგვიხარდეს და მივულოცოთ არ შეიძლება?!

ეს წვეულება “სალხინოში” გადახდილი დაბადების დღე არ არის. დიახ, იქ რაც უფრო ექსტრავაგანტული და თვალში საცემია სამოსი, მით უფრო ფასობს.

P.S: რა გაგიკვირდათ, წელიწადზე მეტია მედპერსონალი ასე დავდივართ…”,- წერს თამარ ჟამურაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები