LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზელზე მომუშავე ავტომობილები გერმანიის ქალაქებში ვეღარ იმოძრავებენ

72

დიზელზე მომუშავე ავტომობილები გერმანიის ქალაქებში ვეღარ იმოძრავებენ. გერმანიის ფედერალურმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ შტუტგარდსა და დუსელდორფს შესაბამისი აკრძალვის ნება მისცა.

სააგენტო „Reuters”-ის ინფორმაციით, მსგავსი გადაწყვეტილება გარემოში მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად მიიღეს. საქმე ისაა, რომ შტუტგარდსა და დუსელდორფს ერთ-ერთმა ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ უჩივლა. ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ამ ქალაქებში ჰაერის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა და მათი ხელმძღვანელობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ხელისუფლებამაც დიზელის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ ქალაქს სულ მალე ჰამბურგიც შეუერთდება და შესაბამის აკრძალვას აპრილის თვიდან შემოიღებს. ამჟამად გერმანიაში დიზელზე მომუშავე 15 მილიონამდე ავტომობილი მოძრაობს და მათგან ნორმებს მხოლოდ 2,7 მილიონი აკმაყოფილებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები