პროფილური გამოცემის გვერდებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ გერმანული კომპანია Mercedes-Benz ბაზარზე ლეგენდარული ყველგანმავალის Mercedes-Benz G-Class დიზელის ვერსიას მომავალი წლის მარტში გაიყვანს. წარმოება კი მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. 2,9 ლიტრიანი და 6 ცილინდრიანი დიზელის ძრავი, რომლის სიმძლავრეც 286 და 340 ცხენის ძალა იქნება, ახალი Mercedes-Benz S-Class-სგა და Mercedes-Benz CLS-სგან აქვს აღებული.
დიზელის ძრავიან Mercedes-Benz G-Class-სთან ერთად შესაძლებელი იქნება ბენზინის ძრავიანი ვერსიის შეკვეთაც, რომელიც 8 ცილინდრიანი 4.0 ლიტრის მოცულობის აგრეგატით არის აღჭურვილი და 422 ცხენის ძალას ავითარებს.
Mercedes-Benz G-Class-ის პრემიერა 2018 წლის იანვარში, დეტროიტის ავტოსალონზე შედგა.