LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

83
BeFunky-collage (6)

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 – ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები საპატიმროში გირაოს საფასურის გადახდამდე დარჩებიან.

ბრალდების მხარე მათთვის 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დღევანდელ პროცესს ორივე მხარე დისტანციურად ესწრებოდა.

ცნობისთვის, პოლიციამ დიზაინერ გიორგი მასხულიას წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამი პირი: 1997 წელს დაბადებული თ.ქ., 1995 წელს დაბადებული ი.ა. და 1987 წელს დაბადებული დ.ბ. დააკავეს. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობა ედებათ ბრალად, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები