LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დივერსის ვერსია – პაატა დავითაია პროკურატურას მურატ ჯიოევის განცხადებების შესწავლას სთხოვს

113

“იმ ხანძრებისა და ვითარების ფონზე, რაც დღეს საქართველოშია, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დივერსიულ აქტთან,“- ეს განცხადება “ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა, პაატა დავითაიამ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რაც მის მოსაზრებას ამყარებს.

დავითაიამ 3 აგვისტოს ცხინვალის უშიშროების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება გაიხსენა, სადაც საუბარია, რომ საქართველოში ძალიან მალე იქნება დიდი ხანძრები.

მან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების აუდიო მასალაც წარმოადგინა.

პაატა დავითაია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, მურატ ჯიოევის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით  დაიწყოს გამოძიება.

„საიდან იცოდა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ, რომ დაიწყებოდა ხანძრები, თუ ჩვენ საქმე არ გვაქვს დივერსიასთან. მიდიოდა თუ არა სპეციალური მზადება ამ თხრილების გაკეთებაზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებას უსვამს ხაზს და სიტუაციას ძაბავს. თუ ჩვენ არ გვაქვს მიზანმიმართულ ქმედებასთან საქართველოს წინააღმდეგ, თუ ჩვენ არ გვაქვს დივერსიული აქტების მზადებასთან საქმე და რეალურად საფუძვლიანი ეჭვი გადადის იმ მტკიცებულებების ფორმატში, რასაც ჰქვია წინასწარ 3 აგვისტოს ინფორმაციის გავრცელება დაწყებულ ხანძრებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე,“ – განაცხადა პაატა დავითაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები