დიტო ცინცაძის ფილმი: “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” პრემია “ნიკას” მფლობელი გახდა ნომინაციაში დსთ-ს, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფილმი.
დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა 25 აპრილს.
ფილმის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს გაიმართა შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან დაიმსახურა ჟიურის მთავარი ჯილდო და პრიზი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის (სალომე დემურია).