„იუნისეფის შეფასებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50,000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე“, – ამის შესახებ „Human Rights Watch“-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში წერია, რომ ბევრი მოსწავლე შეფერხებებს აწყდებოდა დისტანციური სწავლებისას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ცუდი ინტერნეტ კავშირის, ღარიბ ოჯახებში შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობების უქონლობის და ონლაინ სწავლებაში მასწავლებელთა გამოუცდელობის გამო.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელს პანდემიის დაწყების შემდეგ სკოლებში სწავლა სრულად 155 დღის განმავლობაში შეწყდა, ხოლო კიდევ 84 დღის განმავლობაში ნაწილობრივ, გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის, ზოგ რიონში.